პიკის საათი - 13.01.2023
პიკის საათი - 13.01.2023

1) #ფრაგმენტები – ბიჭი სახელად „ალილო! ალილო!“

ის პატარა ბიჭი, ლამის მთელ საქართველოს რომ ჩაუვარდა გულში, 3 წლის გაბრიელ ბიძინაშვილია.

სწორედ ეს ხმა გახდა გზამკვლევი ბიძინაშვილების მომღერალი ოჯახისაკენ და გზაც თელავში დასრულდა.

რესპონდენტები: გოჩა ბიძინაშვილი – თელავის მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ „პატარა კახისა“ და დედას ლევანას სახელობის ფოლკლორულ ანსამბლ „შილდას“ ხელმძღვანელი. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასისტენტ პროფესორი. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თელავის სალოტბარო სკოლის რეგენტი. თელავის წმ. ძმები კარბელაშვილების სახ. ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლის თანა დამფუძნებელი,

თამარ ღურწკაია – ანსამბლ „მზეშინას“ წევრი,

სალომე, ანა და გაბრიელ ბიძინაშვილები.

ავტორი: ეკა ტალახაძე

 

2) კალანდა

გურული კალანდა – ტრადიცია, კულტურა, ფოლკლორი და ბავშვობის დღესასწაული.

რესპონდენტი: დათო ცინცაძე – ტრადიციული მუსიკის მკვლევარი; ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

3) შობის კალენდარი

რას ნიშნავს „ძველი“ და „ახალი“ სტილი?

რატომ ვდღესასწაულობთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლური ქრისტიანული სამყარო კი – 25 დეკემბერს?

ან რატომ ვდღესასწაულობთ ახალი წლის შემობრძანებას ორჯერ?

25 დეკემბრის სიმბოლური დატვირთვა და მისი ქრისტეშობის თარიღად დაწესების ისტორია.

რესპონდენტები: გიორგი გველესიანი – თეოლოგი, ზაზა ოსმანოვი – ფიაიკოსი, ზაზა თევზაძე – დეკანოზი.

ავტორები: მარიამ ჩოჩია და ეკა ხითარიშვილი

 

4) ამღერებული შვილები

როდის, რატომ და როგორ ჩნდება შვილებში სიმღერის ინტერესი?

როდის, რატომ და როგორ ამღერდნენ გიგას მარიამი და ანის ანდრა?

სტუმარი: გიგა ჯალაღონია – მომღერალი.

სატელეფონო ჩართვა: ანი ღლონტი – მომღერალი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) „მართვე“ ნეაპოლში „სტადიო დიეგო მარადონაზე“

13 იანვარს, ნეაპოლში, „სტადიო დიეგო მარადონაზე“ „ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება.

დღესვე ხვიჩა კვარაცხელიას ქომაგი ბიჭუნათა ანსამბლი „მართვე“ „სტადიო დიეგო მარადონაზე“ „მრავალჟამიერს“ შეასრულებს.

სატელეფონო ჩართვა ნეაპოლიდან: ვალერი ქუტიძე – ლოტბარი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

6) ახალი წელი ყველგან დგება

90 წელზე მეტია რაც დედამიწამ მიკი მაუსის პერსონაჟი გაიცნო და ანიმაციის სამყარომ ერთ-ერთ საყვარელ გმირად აქცია. ნახატი სამყარო საახალწლო განწყობას მუდამ ჯადოსნურს ხდის.

გთავაზობთ ანიმაციის ნიმუშებს, რომლებიც გარდა განწყობისა, ზღვა დადებითი ემოციით დაგმუხტავთ.

ავტორი: ელენე ტუშური

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: