პიკის საათი - 11.02.2025
პიკის საათი - 11.02.2025

1) ქართველი მეცნიერი ქალი CERN-ში

11 თებერვალს მსოფლიო მეცნიერი გოგონებისა და ქალების დღეს აღნიშნავს.

„ამერიკაში 2005 წელს ჩამოვედი, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად. კვლევის მიმართულებად მაღალი ენერგიების ფიზიკა ავირჩიე. იმ პერიოდში, ენრიკო ფერმის სახელობის ეროვნულ ლაბორატორიაში (Fermilab, IL, აშშ) მიმდინარეობდა ერთ-ერთი მთავარი ექსპერიმენტი მაღალი ენერგიების ნაწილაკთა ფიზიკაში და ჩემი დისერტაციაც ამ ექსპერიმენტს დავუკავშირე. 2010 წელს დისერტაციის დაცვის პერიოდში, მეცნიერთა ყურადღება მიმართული იყო ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრისკენ (CERN, შვეიცარია) სადაც ახალი ამოქმედებული იყო დიდი ადრონული ამაჩქარებლი (LHC), რომლის სიმძლავრე გაცილებით აღემატებოდა მანამდე არსებულ ექსპერიმენტებს. ეს საკითხი მეც მაინტერესებდა, ამიტომ გადავედი შვეიცარიაში და მოღვაწეობა CERN-ში, კომპაქტური მიუონური სოლენოიდის (CMS) ექსპერიმენტში გავაგრძელე. 2015 წლიდან ვარ კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ასევე ვაგრძელებ ჩემს მეცნიერულ მოღვაწეობას CERN-ში“.

პირდაპირი ჩართვა შვეიცარიიდან: ქეთი ქააძე – კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; CERN-ის მკვლევარი ნაწილაკთა ფიზიკის დარგში.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

2) პირადი ექიმი მარი მალაზონია – კვება და სტრესი

„როდესაც ამა თუ იმ საკვების სასარგებლოდ ვაკეთებთ არჩევანს, ვირჩევთ კვების მოდელს – როდის მივირთვათ? რამდენი მივირთვათ? რა მივირთვათ? ყველა ეს კომპონენტი, შეიძლება, ადამიანისთვის იყოს სტრესი. დიახ, კვება გვიქმნის სტრესს. ამასთანავე, სტრესი ცვლის კვებას. ცვლის კვების რეჟიმს, კვების ულუფას და კვების რაციონს“.

ავტორი: მარი მალაზონია – ნუტრიციოლოგი; პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: