პიკის საათი - 05.07.2023
პიკის საათი - 05.07.2023

1) „მუზეუმის ახალი განმარტება

დღეს 18:00 საათზე, ICOM საქართველო ჩაატარებს ონლაინ სემინარს მუზეუმის ახალი განმარტების შესახებ. სემინარის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს მუზეუმის ახალი განმარტება, განიხილოს და გაანალიზოს ახალი განმარტების ცვლილება, შესაბამისად კი – მუზეუმის როლის მნიშვნელოვანი ცვლილებები და ინკლუზიურობის, საზოგადოების თანამონაწილეობისა და მდგრადობის მნიშვნელობა.

რესპონდენტი: ლანა ქარაია – ICOM საქართველოს თავმჯდომარე.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

2) მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ!

დისკუსია არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმა, დისკუსია არის დემოკრატიული საზოგადოების ფორმა და ჩვენ შეგვიძლია ეს დისკუსია გავხსნათ!

სწავლა უალტერნატივოა, მაგრამ პრაქტიკაში ბევრი რამის გათვალისწინება გიწევს. განსაკუთრებულად საყურადღებო და საინტერესოა შემოქმედებით ორგანიზაციაში მუშაობა. მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ!

თანამედროვე მედია საგრძნობლად შეიცვალა. შეიცვალა რადიო, ტელევიზია და, ცხადია, შეიცვალა მენეჯმენტი და მართვის ვერტიკალი. მაშინ, როცა  ადამიანს ონლაინ მედიაში მეტად შეუძლია თვითგამოხატვა, ასეთი მასშტაბური სტრუქტურის მართვა კიდევ უფრო სპეციფიკურია.

შემდეგ სეზონზე პირველი არხი ქართულ პროდუქციაზე იქნება ფოკუსირებული. გვინდა, რომ რესურსი მოხმარდეს ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას, ჩვენი თანამოქალაქეების ანაზღაურებას და ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას სჭირდება.

სტუმარი: თინათინ ბერძენიშვილი – პირველი არხის გენერალური დირექტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

3) „ზღაპრები აფხაზეთზე“

„ზღაპრები აფხაზეთზე“, ეს არის ზღაპრები, რომელიც იმ ბავშვებისთვის შეიქმნა, რომელთაც არასოდეს ენახათ და სმენოდათ აფხაზეთისა და სოხუმის შესახებ. ზღაპრები ავტორის მოგონებებზე არის დაფუძნებული, რომელიც დოკუმენტური სახისაა და რაც მთავარია მკითხველმა აღმოაჩინა, რომ ეს ზღაპრები არამხოლოდ ბავშვებისთვისაა, არამედ დიდებშიც აღძრავს განსაკუთრებულ ემოციას.  პროექტის მთავარი იდეაა ზღაპარი არამხოლოდ ქართულ ენაზე, არამედ აფხაზურადაც გამოიცეს. ის ასევე წარმოადგენს აუდიო სპექტაკლს, რომელსაც მსმენელი აფხაზეთიდანაც ჰყავს.

სტუმარი: სალომე კაპანაძე – ფილოლოგიის დოქტორი; პროფესორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: