1) თამაზ ჭილაძე მოსწავლეების მეხსიერებაში
„დღეს, როდესაც თამაზ ჭილაძე აღარ არის ჩვენ გვერდით, ჩემთვის ყოველი გაფიქრება მასზე, თითოეული სიტყვა მის შესახებ, მისი ლექსის ერთი სტრიქონის თუ რომანიდან წინადადების წაკითხვა, თითქოს კიდევ ერთხელ მახვედრებს ამ შესანიშნავ ადამიანს – თითქოს ვხედავ მის სახეს, მესმის მისი ხმა – საიდანღაც, სიღრმიდან ამომავალი, რომელიღაც მომენტში ხმადაბლა, ზოგჯერ ჩურჩულითაც რომ იცოდა რაღაცის თქმა, ყველაზე დრამატული, კულმინაციური პასაჟის დროს. მუსიკის, სიმფონიის სმენას ჰგავდა ბატონი თამაზის საუბრის მოსმენა – თავისი პრელუდიით, განვითარებით, კულმინაციით, ჰიპერბოლებით, ზოგჯერ უტრირებით, რომელიც არასოდეს იყო ზედმეტი, პირიქით – მხოლოდ და მხოლოდ აკეთილშობილებდა და ამდიდრებდა სიტყვას, საუბარს, განწყობას, რომელსაც ქმნიდა თავისი განუმეორებელი ემოციურობითა და ჟესტიკულაციით, სამეფო იუმორითა და უიშვიათესი, ფერადი, მიმზიდველი სევდით. გითრევდა საკუთარი ერუდიციისა და პროფესიონალიზმის თეატრში, სადაც მხოლოდ თვითონ იდგა სცენაზე, მაგრამ მის ირგვლივ მოძრაობდა მთელი სამყარო, გადაადგილებადი დეკორაციებივით – ჩვენი გალაქტიკით დაწყებული, სოფელში, ბერიკაცის ტალახიანი კალოშებით დამთავრებული…“, – ბაჩო კვირტია.
სტუმარი: ბაჩო კვირტია – მწერალი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
2) შეუზღუდავი გიორგი/Unlimited George
წარმატებამდე რთული და გრძელი გზა იყო, თუმცა გიორგი რევაზიშვილმა დაამტკიცა, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელოდება.
რესპონდენტები: გიორგი რევაზიშვილი – მსახიობი;
დიანა ტრამაკიძე – გიორგი რევაზიშვილის დედა.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
