პიკის საათი - 04.03.2024
პიკის საათი - 04.03.2024

1) რადიოგიდი გრიშაშვილის მუზეუმში   

იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაცულია ქართველი პოეტის იოსებ გრიშაშვილის პირადი არქივი, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემები, ქალაქური ფოლკლორის ნიმუშები, უნიკალური დოკუმენტები, არქივი და ფოტოები, ქართული ხალხური საკრავების კოლექცია, ნოტები, გრამფირფიტები, ხელნაწერი წიგნები და გაზეთები.

რესპონდენტი: ნოდარ გრიგოლაშვილი – იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის ხელმძღვანელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) არტურ ზუტნერის „კავკასიის შვილები“

კრებულში შესული ტექსტების უმეტესობა არ გამოქვეყნებულა ქართულ ენაზე. თვით ორიგინალი კი 1890-1891 წლებში დრეზდენსა და ლაიფციგში გამოიცა ორ ტომად, სახელწოდებით „კავკასიის შვილები“.

ამ წიგნში შეხვდებით ბევრ აქამდე უცნობ, ისტორიულ, გეოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ ფაქტს. მოთხრობები მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში გადაგიყვანთ და მაშინდელი ყოფა-ცხოვრების ორომტრიალში ჩაგრთავთ.

სტუმარი: თამაზ გვენეტაძე – მთარგმნელი.

 

3) „ჟიკჟიკობა ღამე“ – პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

9 მარტს, 20 საათზე, მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერას წარადგენს.

„ჟიკჟიკობა ღამე“ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლია. პიესის მთავარი გმირები ბებია ოლა და პაპა ილა არიან. კარგა ხნის წინ გარდაცვლილი მოხუცები სამაჩაბლოს ერთ-ერთი ოკუპირებული სოფლის, ერთ დროს აჟიკჟიკებული სასაფლაოდან.

სპექტაკლში გამოყენებულია აფხაზური „შიშნარი“, სულხან ცინცაძის „ყელსაბამი“ და ნინო-კიკვაძე-ბარათაშვილის დღემდე უცნობი სიმღერა „მეჯინიბე“. სპექტაკლი მსახიობების, მაია ჩართოლანისა და მერაბ შარიქაძის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება.

სატელეფონო ჩართვა: მიხო მოსულიშვილი – მწერალი სტუმრები; ეკატერინე კატო შარიქაძე – დამგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორი; მაია ჩართოლანი და მერაბ შარიქაძე – მსახიობები; მარია ელენე ბეჟაშვილი – ლოტბარი.

 

4) მესხეთის ოთხ საუკუნიოვანი ვაზის ამბავი  

სატელეფონო ჩართვა: გიორგი ნათენაძე – მეღვინე; „ნათენაძის მეღვინეობის“ დამფუძნებელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: