პიკის საათი - 03.07.2023
პიკის საათი - 03.07.2023

1) საბა სამუშია

– „ჩემი ცხოვრების განვითარების არცერთ სცენარში  წარმომიდგენია  ცხოვრება სხვა ქვეყანაში“

– „მთელი მსოფლიო ძალიან მიყვარს, მაგრამ მსოფლიოს სიყვარული ჩემი ქვეყნიდან იწყება“

20 წლის სტუდენტი და ამავდროულად მასწავლებელი, რომლის სწავლების მეთოდი „საკრალური სამი“ საერთაშორისო კონგრესმა აღიარა.

რესპონდენტი: საბა სამუშია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) Kafkaesque/კაფკასეული

3 ივლისს კაფკას დაბადებიდან 140 წელი შესრულდა.

„კაფკასეული“ – ტერმინი, რომლის დამკვიდრებაც მწერლის მკვეთრად განსხვავებულმა სტილმა განსაზღვრა და რომელიც აბსურდთან დაპირისპირების მომასწავებელია.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ლუკა გირჩევს!

წიგნის კითხვა მაინ რიდის „უთავო მხედრმა“ შეაყვარა. სწორედ მაშინ გაიგო, რამდენი საინტერესო და კარგი ამბის შექმნა შეუძლია ადამიანს და შეაბიჯა კიდეც ლიტერატურის უსაზღვრო სამყაროში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტი ლუკა ჭყოიძე „სულაკაურის წიგნის მაღაზიის“ ჭავჭავაძის ფილიალში მუშაობს. მანამდე იყო პირველი არხის პროექტი „წიგნების თარო“ და წარმატება რამდენიმე ლიტერატურული კონკურსში.

სტუმარი: ლუკა ჭყოიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) მიხეილ ხაჩიძის „გერმანული სლენგის“ წარდგენა

მიხეილ ხაჩიძის წიგნი-ლექსიკონი „გერმანული სლენგები“ ისეთი პრაქტიკულ სიტყვებსა და გამოთქმებს აერთიქნებს, რაც ყოველდღიურობაში გამოიყენება და ადამიანებს გერმანულენოვან სამყაროში ადაპტირებაში დაეხმარება.

რესპონდენტი: მიხეილ ხაჩიძე.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

3 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებს პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში აქვთ. წელს რეგისტრირებული აბიტურიენტების რიცხვი რეკორდულად დიდია.

რესპონდენტი: მაია გაბუნია – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: