1) რუბრიკა „ადამიანი“ – ირმა ხეცურიანი
რუბრიკაში სხვა რაკურსით გაგაცნობთ მოფარიკავე ირმა ხეცურიანს, რომელმაც რთული და გრძელი გზა განვლო წარმატების მისაღწევად.
ირმა ბრძოლისუნარიანობის, შრომისმოყვარეობის და თავდადების მაგალითია.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
2) ყიფიანების ოჯახი
– მთვარიდა და ცავრინა მამიდა მამიდების დარქმეული სახელებით.
– იუმორითა და ნოსტალგიით სავსე ამბები ყიფიანების ოჯახიში.
– სანდრო მირიანაშვილის ნაკლებად ცნობილი სიმღერა, რომელიც ჟურნალ ,,საქართველოს ქალში“ დაიბეჭდა, ყიფიანებმა გაარჩიეს და ოჯახის სავიზიტო ბარათადაც აქციეს
სტუმრები: თამთა ყიფიანი – მუსიკისმცოდნე, ფოლკლორისტი;
მთვარიდა და ცავრინა ყიფიანები – თამთა ყიფიანის მამიდები.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
