პიკის საათი - 02.05.2025
პიკის საათი - 02.05.2025

1) ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ სამ ახალ კონცერტს აანონსებს

„რობერტო ფონსეკა კუბური მუსიკის განახლების სიმბოლოდაა აღიარებული. მიუხედავად იმისა, რომ მის შემოქმედებაში ფანკი, სოული, ელექტრონული მუსიკა, სვინგი იგრძნობა, რა თქმა უნდა, არტისტი კუნძულის გასაოცარ მემკვიდრეობას არ ღალატობს. 4 მაისი დროში მოგზაურობა იქნება“, – ანი ლაღიძე.

„ჩვენ ერთად ვიტირებთ, ერთად ვიცინებთ, მივეცემით მელოდიებისა და რიტმების იდუმალებასა და მაგიას, რომელიც ჩემი ფესვებიდან მოდის“, – კუბელი პიანისტი და კომპოზიტორი რობერტო ფონსეკა თბილისური კონცერტის დაანონსებისას.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმი“ კუბელ მუსიკოსს 4 მაისს უმასპინძლებს მარჯანიშვილის თეატრში. ფესტივალის პროგრამით, 15 ივნისს თბილისს ეწვევა მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი, ლონდონის სამეფო ბალეტის პრიმა-ბალერინა ნატალია ოსიპოვა, ხოლო 9 სექტემბერს, გრიბოედოვის თეატრში, ქართველი მსმენელის წინაშე ცნობილი ფრანგი აკორდეონისტი, რიშალ გალიანო წარდგება.

სტუმარი: ანი ლაღიძე – სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი-რიტმის“ პროდიუსერი და დირექტორი.

წამყვანი: ეკა ტალახაძე.

 

2) „გვირილობა“ – 2025

„გვირილობა“, ანუ „ქუთაისქალაქობა“ როგორც საქველმოქმედო ღონისძიება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრდა. მისი ისტორია გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.

მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა. ყოველწლიურად ქალაქში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები ტარდება.

რესპონდენტები: ელეონორა გოგოლაშვილი – ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სპორტის განათლების და ახალგაზროდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი;

ნინი მირაბალდი – ორგანიზაცია „მირაბალდების“ დამფუძნებელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: