მონაწილეობენ: ლუკა გაჩეჩილაძე, ნიკა წერედიანი, დარეჯან ხარშილაძე, ირმა ოსია, გიორგი კინწურაშვილი, ლევან ბერიკაშვილი, მერაბ ბრეკაშვილი, ზეინაბ დვალიშვილი, ლაშა ამბიძე, ანდრია ვაჭრიძე, სოსო ხაინდრავა.
რეჟისორი – ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი – ბაკო ხვიჩია
ეძღვნება ნუგზარ შატაიძის ხსოვნას
ჩაწერილია 2018 წელს
რადიოსპექტაკლში არის სცენა, რომელიც აფხაზურ ენაზე სრულდება, ამისთვის ჩვენ სპეციალურად მოვიწვიეთ აფხაზი მსახიობები. ასევეა ეპიზოდი რუსულ ენაზე. ამით ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა რეალური გარემო და ისეთი სიტუაცია, როგორიც ომამდე იყო, როდესაც ადამიანები, მიუხედავად ეროვნებისა, ერთმანეთს უგებდნენ და პატივს სცემდნენ.
გთავაზობთ ამ სცენების ქართულ თარგმანს:
20:15 წთ-დან 23:20 წთ-მდე
კედლის საათი.
ზიტა: (რუსულად) ვინ ხარ? შენ რა რუსული არ გესმის? მუნჯი ხარ? კარგი, კარგი… რას დგახარ, გაიხადე… დაჯექი… ჭამე. ჭამე ნუ გრცხვენია. ჭამე ჭამე…
კარის ჭრიალი.
დაური: (აფხაზურად) ზიტა, ეს ვინაა?
ზიტა: (აფხაზურად) მუნჯი ბიჭია… თბილისიდან მოდის…
დაური: (აფხაზურად) ქართველია.
ზიტა:(აფხაზურად) არ ვიცი. ტყვარჩელში მიდის, გივიმ მოიყვანა.
დაური:(აფხაზურად) აბა, გივი.
ზიტა:(აფხაზურად) წვინარიამ.
დაური:(აფხაზურად) თვითონ რატომ არ წაიყვანა შინ?
ზიტა:(აფხაზურად) წავიყვან მე ამას, დავაძინებ.
დაური:(აფხაზურად) არა, იყოს აქ! (არაყს ისხამს)
ზიტა:(აფხაზურად) გეყოფა ამდენი სმა დაური, დაიძინე შენც!
დაური:(აფხაზურად) შენ არავინ გეკითხება, ქალო! (სვამს და ისევ ისხამს)
ზიტა:(აფხაზურად) კაი, ახლა დაური! სირცხვილია, სტუმარია მაინც!
დაური:(აფხაზურად) ვინაა სტუმარი? ეს? ჩემი ხელითაა მოსაკლავი ის მამაძაღლი წვინარია… რა უნდა ქართველს ჩემს ოჯახში?!. (კვლავ ისხამს არაყს და რუსულად მიმართავს ბიჭს) მისმინე ბიჭო, ამ ომში მე შვილი დავკარგე, ერთადერთი შვილი! ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი!.. (სვამს) დალიე! მიდი, შენც დალიე!
ზიტა:(აფხაზურად) არ ესმის დაური შენი ლაპარაკი, ყრუ-მუნჯია…
დაური:(აფხაზურად) არ არის ეს ყრუ-მუნჯი, ყველაფერი ესმის… (რუსულად) დალიე მეთქი შენ გეუბნები! დალიე!
ზიტა:(აფხაზურად) დაანებე თავი, ბავშვია ჯერ.
დაური:(აფხაზურად) არც ჩვენი შვილი იყო დიდი!.. ჰო, კარგი, დააძინე… (რუსულად) წადი შვილო, წადი დაიძინე… შენ რა შუაში ხარ…
26: წთ-დან 30: წთ-მდე
მანქანის დაძვრის ხმა.
ნური: (ღიღინებს, შემდეგ იწყებს ლაპარაკს რუსულად) ამ ომში, შენი ხნის უდედმამო ბიჭი იყო ჩვენთან… ვალერა, სუფთა „სინ პოლკა“, გაიგე?
12წ. თედო: (რუსულად) და… და…
ნური: ხოდა, დაგინახე თუ არა ის გამახსენდა. ზუსტად შენი ტოლი იქნებოდა. ერთხელ სანგრებში ვსხედვართ, საჭმელი კი გვაქვს, მარა სიგარეტი გაგვითავდა, ვგიჟდებით ისე გვინდა მოწევა, ეს კი წავიდა და საიდანღაც ერთი ბლოკი „მალბორო“ არ მოიტანა?! შუა მინდორში! ხო აზრზე ხარ?! გავგიჟდით, ვეკითხებით სად იშოვა, არ გვეუბნება, თქვენ მოწიეთ, რა გინდათო! გაიგე?! მე მაშინ ერთი ბოთლი ვისკი მქონდა, შოტლანდიური – „ბელაია ლოშად“, ჩემი დაბადების დღისთვის მინდოდა. 23 ოქტომბერს ვარ დაბადებული, მაშინ მინდოდა გამეხსნა… გაიგე?
12წ. თედო: (რუსულად) და… და…
ნური: ჰოდა, დავკარგე, ძალიან მეწყინა, მარა რაღას ვიზამდი? მერე გავიგე, რომ ეს მაიმუნი, თურმე ქართველებთან არ დაძვრებოდა სანგრებში?! ეს ვისკიც იმათთვის წაუღია! რა ვქნა სასმელს სვამდნენ და შემოელიათო. რომ არ გამქცეოდა მოვკლავდი, ჩემი ვისკი ქართველებს როგორ დაალევინე-მეთქი?! ვაა, აბა ის „მალბორო“ კარგი იყოო?! თურმე იმათთვის გამოურთმევია… ბიჭებს სიგარეტი შემოელიათ და უნდა წაუღოო… ეჰ, ვალერა, ვალერა… ერთხელ არ გამოჩნდა, სამი დღე არ მოვიდა… მერე ამბავი მოიტანეს, ნაღმზე აფეთქდაო… შენ რამდენი წლის ხარ, ბიჭო?..
12წ. თედო: (რუსულად) და… და…
ნური: რამდენი წლის ხარ, ბიჭო?..
12წ. თედო: (რუსულად) და… და…
ნური: შენ რა არ გესმის რუსული?
12წ. თედო: (რუსულად) ნეტ!
ნური: სომეხი ხარ?
12წ. თედო: (რუსულად) ნეტ!
ნური: აბა, ვინ ხარ?
12წ. თედო: (რუსულად) გრუზინ!
გაზის მომატები მკვეთრი ხმა. დამუხრუჭება
ნური: ჩამოდი მანქანიდა. ამ გზას გაყვები და პირდაპირ ტყვარჩელს მიადგები.
13 -19 ოქტომბერს, ბერლინში ჩატარდა საერთაშორისო ტელე-რადიო ფესტივალი “Prix Europa”.
ეს ფესტივალი ტარდება ევროპარლამენტის და ევროპის მაუწყებელთა კავშირის პატრონაჟით და მასში მონაწილეობს ევროპის ყველა ცნობილი ტელე-რადიო მაუწყებელი.
ქართულმა რადიოთეატრმა მხატვრული რადიოს კატეგორიაში წარადგინა ნუგზარ შატაიძის ცნობილი მოთხრობის „მოგზაურობა აფრიკაში“ მიხედვით შექმნილი რადიოსპექტაკლი.
გთავაზობთ, ამ სპექტაკლის განხილვის სტენოგრამას.
აქ გამოთქმული შეხედულებები კიდევ ერთი აღიარებაა ქართული ლიტერატურის, ქართველი მსახიობების და ნაწილობრივ ქართული რადიოთეატრისა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ახერხებს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით ეტაპზე გასვლას და ქართულ ენაზე ასმენინებს რადიოსპექტაკლებს მსოფლიოს წამყვანი რადიომაუწყებლების წარმომადგენლებს.
PRIX EUROPA 2018
ნუგზარ შატაიძე „მოგზაურობა აფრიკაში“
დისკუსია
მარკ ბიბი – რადიოდრამის პროდიუსერი, დიდი ბრიტანეთი (BBC)
მე ძალიან მომეწონა ეს დადგმა, ის ერთ-ერთი საუკეთესოა ამ კვირაში მოსმინილთაგან. შესანიშნავადაა ასახული რეალობა, თითქოს პერსონაჟებთან ერთად მოგზაურობ და თანაუგრძნობ მათ. ეს მოგზაურობა შედგება საოცრად დახვეწილი სცენებისგან და ყოველი მათგანი ზუსტად ზის თავის ადგილზე.
საოცარია ხმით შექმნილი გარემო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მატარებლის ეპიზოდი, თითქოს ვხედავდი ყველა იმ ადგილს, რომელიც სინამდვილეში არ მინახავს. მე არ მესმოდა ენა, მაგრამ კარგად ვგრძნობდი შექმნილ ატმოსფეროს. შესანიშნავი აკუსტიკური სურათი იყო.
ძალიან მომეწონა ის პერსონაჟები, რომლებსაც პატარა ბიჭის მოგზაურობის დროს ვხვდებით. განსაკუთრებით მომეწონა სატვირთოს მძღოლის ხმა. (ლევან ბერიკაშვილი) ფანტასტიური იყო. ცალკე უნდა ავღნიშნო მრავალფეროვანი ხმები რომლებიც ამ დადგმაშია გამოყენებული და საოცარი მუსიკა. ამ ისტორიამ ძალიან იმოქმედა ჩემზე.
ერთი კითხვა მაქვს. როგორც წავიკითხე ეს დადგმა ეძღვნება მის ავტორს და აქეედან გამომდინარე, რა შეგიძლიათათ გვითხრათ მის ავტორზე.
მაური აჰოლა – დრამატურგი, ფინეთი
მეც იგივე აზრის ვარ. ეს არის ძალიან ლამაზი ისტორია. ძალიან იმოქმედა ემოციურად ამ შესანიშნავმა დადგმამ. რომელიც რაღაცით ირანულ და ჩინურ კინოს მაგონებს. როგორც იმ ფილმებში, აქაც ყველა პერსონაჟის ხასიათი დეტალურადაა დამუშავებული, ყოველი მათგანი განსხვავებული და ხელშესახებია, იგრძნობა რომ გადმოცემული ამბავი ნამდვილი ისტორიაა, მე ძალიან მომეწონა.
გარეტ სლავინი – ირლანდია, რეჟისორი
ძალიან მომეწონა ეს ნაწარმოები. მე დავინახე და პერსონაჟებთან ერთად გავიარე ის რთული გზა. მე ვიგრძენი ის სამყარო, რომელიც არასოდეს მინახია, შევიგრძენი მისი სურნელი. შესანიშნავია. მაინტერესებს ზუსტად როდის ხდება მოქმედება.
ვილმა შტრიტოფი – სლოვენია, დრამატურგი
ამ კვირაში მართლა ბევრი პიესა მოვისმინეთ, ეს პიესა იყ ერთერთი იმათგანი, რომელიც იყო საოცრად მომხიბვლელი და დამაჯერებელი თავისი ესთეტიური უბრალოებით. მე მომწონს ეს უბრალოება.
მოსმენა რომ დავიწყე თავიდან შემეშინდა, რომ სენტიმენტალურობისკენ არ გადახრილიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. თითქოს რაღაც ზღვარზე გაიარა ამ დადგმამ, სენტიმენტრალობასა და რეალობას შორის. ეს არის მარტივი ასკეტური გზით მოთხრობილი ძლიერი ზემოქმედების მქონე ისტორია.
მიჰაი კოსმა – რუმინეთი, რედაქტორი, დრამატურგი
ვეთანხმები გრეთხენს, ეს არის ამბავი, რომელმაც ძალიან ახლოს მიმიყვანა იმასთან, რაც შორს არის ჩემგან. ეს არის ძალიან ლამაზი ისტორია, განსხვავებული ხალხის ერთად ყოფნის შესახებ. ეს ადამიანები უბრალო და კარგი ადამიანები არიან. მათი ურთიერთობა ფოტოგრაფიული სიზუსტითაა გადმოცემული. ძალიან მომეწონა ეს. კითხვა მაქვს სტრუქტურასთან დაკავშირებით: როგორ მოახერხეთ ამ აგანსხვვებული ხასიათების ერთ სიბრტყეში მოქცევა და კიდევ, აქვს თუ არა ამ დადგმას პედაგოგიური, კარგი გაგებით, დატვირთვა და როგორ აღიქვეს ეს.
ჟურნალისტი დრეზდენიდან
მე თითქოს მოვხვდი 90-იანი წლების სსსრ-კში შიგნით, აქ მოთხრობილი სხვადასხვა ამბები,ნამდვილად ხდებოდა საბჭოთა კავშირი დაშლის შემდეგ და ეს კარგადაა გადმოცემული და ჩატეული ამ მოცულობით პატარა ნაწარმოებში.
მაინტერესებს აქვს თუ არა კავშირი ანატოლი პრისტავკინის რომანთან?
ანდრეს ნორმეტსი – ესტონეთი, რეჟისორი, დრამატურგი
ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ნამუსევარი იმათგან რაც მოვისმინე.
ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ჯეიმს ქურვი აგროვებდა ფრაგმენტებს წარსული ცნობილი სიმღერებიდან, მერე მათ ამუშავებდა და ისე ქმნიდა თავის კომპოზიციებს. შემდეგ დაიწყეს ამ მუსიკის გამოყენება ამნეზიით დაავადებულთა სამკურნალოდ, მისი მოქმედების მექანიზმი იყო ასეთი: ის ადამიანის გონებიდან აცოცხლებდა იმ მოგონებები, რომლებიც მექნიკურად ჰქონდა დამახსოვრებული მათ ტვინს. რ ათქმა უნდა ეს ალბომი ამ მიზნით არ ყოფილა შექმნილი, ეს იყო თანამედროვე მუსიკის ნიმუში 75 ტრეკით.
ამ დადგმასაც ეს ეფექტი ქონდა: ჩემ გონებაში გააციცხლა უამრავი სურათხატი. 80 -იან წლებში მე ვიყავი აფხაზეთში და მოულოდნელად ჩემს გონებაში ამოტივტივდა დავიწყებული სურათები, თოთქოს ყველაფერი გუშინ მოხდა. რა თქმა უნდა ისეთი აფხაზეთის ნახვა ახლა შეუძლებელია, ამ დადგმამ დამანახა ის რისი ნახვაც შეუძლებელი მეგონა.
კატერინა რატოუშკა – ჩეხეთის რადიოთეატრის ხელმძღვანელი
მეც ასევე ძალიან მომეწონა ეს დადგმა, სწორედ წუხელ ვფიქრობდი ხომ არ ემუქრებოდა რადიოდრამას გაქრობა და ტვ-ში გათქვეფა. მაგრამ ამ დადგმამ დამარწმუნა, რომ არა. სწორედ ეს ის ისტორია, რომელიც მხოლოდ რადიოენით უნდა გადაიცეს. იმიტომ რომ შესანიშნავად მუშაობს და აღვიძებს ჩვენს ფანტაზიას. და ის შესანიშნავი მაგალითია იმისა თუ რისთვისაა საჭიროა რადიო და რადიოდრამა. ერთი შეხედვით ის თითქოს მარტივია , მეორე მხრივ კი ძალიან ძლიერია.
დადგმაში რამდენიმე ენაა გამოყენებული. მაინტერესებს როგორ შეუხამეთ ისინი ერთმანეთს?
ხოსე ფერნანდესი – ესპანეთი, რეჟისორი, პროდიუსერი
უფრო სწორად ოთხი. ეს ისტორიაა, ძალიან საინტერესო და დამაჯერებელი ხასიათებით. მინდა კითხვა დაგისვათ ამ შესანიშნავი ხმების შესახებ: როგორ შეარჩიეთ ამ პერსონაჟებისთვის საჭირო ხმები?
ერთ-ერთი ჟიურის წევრი
ძალიან მომეწონა ეს დადგმა და ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ამ დიდი ამბისგან, რომელიც მხოლოდ 14 ფურცელზე ჩაეტია. გასაოცრად დიდი რაოდენობის პერსონაჟები იყო ამ პატარა, 14 ფურცლიანი ამბისთვის.
მარკ ბიბი – რადიოდრამის პროდიუსერი, დიდი ბრიტანეთი (BBC)
მე მინდა დავუმატო, ჩვენ ხშირად არ გვიყვარს ჩვენი პესონაჟები და ისე ვექცევით, როგორც მხოლოდ დრამატურგიული ფუნქციის შემსრულებლებს და გვავიწყდება, რომ ისინი ცოცხალ ადამიანები არიან, თავიანთი ცხოვრებით, თავიანთი წარსულით, თავიანთი სულიერებით. ამ დადგმის პერსონაჟები კი ცოცხალი და მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან.
მარკუს გამელი – დოიჩლანდფუნკი, არტ ხელოვნების პროდიუსერი.
კარგი იქნებოდა მუსიკა ნაკლები ყოფილიყო, მე უფრო ნაკლებს გავაკეთებდი. რაც შეეხება მთხრობელს, იგრძნობოდა სიმძიმე მის ხმაში და ვისურვებდი რომ მსმენელს მეტი თავისუფლება მქონოდა. ეს არის ერთადერთი კრიტიკული შენიშვნა.
პეტერ ტენოუ- ჰოლანდია, რეჟისორი, დრამატურგი
მეც თავიდან ასე ვფიქრ ვფიქრობდი რომ არ შეიძლება ამ დოზით ასე მუსიკის გამოყენება, რომ მე ასე არ გავაკეთებდი, მაგრამ შემდეგ იმდენად ჩავერთე, იმდენად იმოქმედა მუსიკამ, რომ იმაზეც კი დავიწყე ფიქრი, თუ როგორ ყნოსავენ წებოს.