მსოფლიოს ამბები - უკრაინელი სამხედროები წინსვლას აგრძელებენ I 03.10.2022
მსოფლიოს ამბები - უკრაინელი სამხედროები წინსვლას აგრძელებენ I 03.10.2022

რუსი ოკუპანტებისგან დონეცკის ქალაქ ლიმანის ​გათავისუფლების შემდეგ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში შეძლეს რუსეთის არმიის თავდაცვის ხაზის გარღვევა. ჯერ უკრაინის გენშტაბში ამას არ ადასტურებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სრულად დაიკავეს ხერსონის ოლქის დასახლებები, არხანგელსკოე და მიროლუბოვკა.

რა ვითარებაა უკრაინის ბრძოლის ველზე. ამის შესახებ ვესაუბრებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს, რომელიც ასევე გახლავთ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ სამხედრო მრჩეველი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: