მსოფლიოს ამბები - უკრაინელების კონტრშეტევა გრძელდება
მსოფლიოს ამბები - უკრაინელების კონტრშეტევა გრძელდება

უკრაინელმა ჯარისკაცებმა სამი დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა.

ორი გათავისუფლებული დასახლება ფრონტის სამხრეთის მიმართულებით, ხოლო ერთი დონეცკის ოლქში მდებარეობს.

ამერიკელი ექსპერტები ომის შემსწავლელი ინსტიტუტიდან აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევისას მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ანალიზი ვთხოვეთ უკრაინელ სამხედრო ექსპერტს თადარიგის პოლკოვნიკს, ოლეგ ჟდანოვს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: