მსოფლიოს ამბები - ტრამპის უსაფრთხოების სტრატეგია I 12.12.2025
მსოფლიოს ამბები - ტრამპის უსაფრთხოების სტრატეგია I 12.12.2025

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გაასაჯაროვა. ამ დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად ნათქვამია, რომ აშშ-ის პოლიტიკა ევროპის მიმართ უნდა იყოს ფოკუსირებული რუსეთთან ურთიერთობებში სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენაზე და ნატო-ს მუდმივად გაფართოებად ალიანსად აღქმა უნდა დასრულდეს.

ამასთან, სტარტეგიაში ნათქვამია, რომ ევროპამ უფრო მეტად უნდა იზრუნოს საკუთარ თავდაცვაზე, ასევე საუბარია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გარკვეული პარტიების გაუმართლებელ კრიტიკაზე. დოკუმენტი უკვე ერთი კვირაა, განხილვის საგანია მსოფლიო მედიაში.

უფრო ვრცლად აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე ვისაუბრებთ ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევართან, გიორგი ანთაძესთან.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: