მსოფლიოს ამბები - უნგრეთის ვეტო და ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერება ევროპაში I 08.12.2023
მსოფლიოს ამბები - უნგრეთის ვეტო და ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერება ევროპაში I 08.12.2023

ევროპაში ულტრამემრჯვენე ძალების პოპულარობა იზრდება. გასულ კვირას ამ პარტიების ლიდერები იტალიაში, კერძოდ, ფლორენციაში შეიკრიბნენ. როგორც ამ შეხვედრის მასპინძელმა, იტალიის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ განაცხადა, მათი მიაზანია, 2024 წელს ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად მესამე ძალად იქცნენ.

ამ საკითხებზე ვესაუბრეთ „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროს მკვლევარ გიორგი კობერიძეს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ დაუჭერს. ვიქტორ ორბანმა საგანგებო წერილითაც მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და მოითხოვა, რომ ეს საკითხი 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომის დღის წესრიგიდან საერთოდ ამოიღონ.

ევროკავშირის გაფართოების პროცესზე და უნგრეთის პოზიციაზე ვესაუბრეთ ბრიუსელში მდებარე დამოუკიდებლი კვლევითი ცენტრის, „ევროპის მეგობრების“ უფროს მკვლევარს, პოლ ტეილორს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: