მსოფლიოს ამბები - ტერაქტი მოსკოვში და არჩევნები თურქეთში I29.03.2024
მსოფლიოს ამბები - ტერაქტი მოსკოვში და არჩევნები თურქეთში I29.03.2024

თურქეთში მუნიციპალური არჩევნებისთვის სამზადისი დასასრულს უახლოვდება. კვირას მილიონობით თურქი ამომრჩეველი საკუთარ ხმას მისცეს და უდიდესი ქალაქის მმართველებს აირჩევს. მთავარი ბრძოლა სტამბოლისთვის გაიამართება. თურქეთში დაგეგმილი არჩევნების შესახებ ვესაუბრეთ ნიუ იორკში მდებარე სენ ლოურენესის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს და „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ მკვლევარს ჰოვარდ აიზენსტატს.

რუსეთის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე „კროკუს სითი ჰოლში“ მოწყობილი ტერაქტიდან ერთი კვირის შემდეგ თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვმა 143-ს მიაღწია. დაშავებულია 382 ადამიანი. რატომ დაესხა თავს რუსეთს „ისლამური სახელმწიფო“ და არსებობს თუ არა თავდასხმების გამეორების საფრთხე. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ლუკას ვებერს, რომელიც გახლავთ სამხედრო კონფლიქტების კვლევით ცენტრ Militant Wire-ის თანადამფუძნებელი. ასევე დამოუკიდებელ მკვლევარ რიკარდო ვალეს, რომელიც რადიკალურ ისლამიზმს იკვლევს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: