მსოფლიოს ამბები - თალიბანის აღზევება ავღანეთში
მსოფლიოს ამბები - თალიბანის აღზევება ავღანეთში

„თალიბანის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოძრაობამ ავღანეთის 85 პროცენტზე დაამყარა კონტროლი. ავღანეთის მთავრობა კი, ამას უარყოფს და ამბობს, რომ „თალიბანის“ განცხადება მათი პროპაგანდის ნაწილია. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, გასულ დღეს თალიბებმა ჰერათის პროვინციაში შიიტი მუსლიმებით დასახლებული რაიონები დაიკავეს. გარდა ამისა, მათ თურქმენეთის საზღვართან მდებარე ქალაქზეც დაამყარეს კონტროლი. „თალიბანის“ სამხედრო ოპერაციების პარალელურად, ასობით ავღანელი სამხედრო ცდილობს ქვეყნის დატოვებას. ავღანეთში ვითარება იმ ფონზე ვითარდება, როდესაც აშშ-ის და ნატოს ძალები ქვეყანას ტოვებენ. ავღანეთში არსებულ ვითარებაზე და ახალ გამოწვევებზე ვესაუბრეთ საქართველოს პირველი არხის ანალიტკოსს შოთა თხელიძეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

  

 

დატოვე კომენტარი