ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე კონკრეტული შეთანხმებები იყო მიღწეული.
მათ შორის მიშელმა ისაუბრა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე, ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვაზე და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე.
ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მუშაობას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გააგრძელებენ. შარლ მიშელს თავის განცხადებაში არაფერი უთქვამს მთიანი ყარაბაღის სტატუსზე.
ბრიუსელში გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ ვესაუბრეთ ერევანში, რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელ ჯონი მელიქიანს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: