მსოფლიოს ამბები – საპროტესტო აქციები საფრანგეთში I 23.10.2026
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები სხვადასხვა ჯგუფის უკმაყოფილებას აერთიანებს. სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები განათლების სისტემის პრობლემებზე საუბრობენ, პროფკავშირები კი ახალი გაფიცვისკენ მოუწოდებენ. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი ემანუელ მაკრონის გადადგომასაც ითხოვს.
რამდენად ერთიანია ეს მოძრაობა, რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას და როგორ აისახება საფრანგეთში არსებული ვითარება ქვეყნის როლზე ევროკავშირში? ამ საკითხებზე პარიზის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებულ პროფესორს, დამიენ სიმონოს ვესაუბრეთ.
საფრანგეთში პროტესტის მიზეზებზე, მოსწავლეთა მოთხოვნებსა და განათლების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ასევე საუბრობს ლიცეუმებისა და კოლეჯების ეროვნული პროფკავშირის პრეზიდენტი ჟან-რემი ჟირარი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

