მსოფლიოს ამბები – რუსული დრონი რუმინეთში I 29.05.2026

17:50, 29.05.2026
-0:00

რუმინეთში მრავალსართულიან სახლს რუსული დრონი მოხვდა. ინციდენტი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გალატში მოხდა. სახლში ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ორი ადამიანი.

ბუქარესტში მომხდარს „სერიოზული და უგუნური ესკალაცია“ უწოდეს და საგარეო უწყებაში გამოიძახეს რუსეთის ელჩი. ქვეყნის პრეზიდენტმა მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და მოუწოდა ნატო-ს, დააჩქაროს რუმინეთისთვის დრონების საწინააღმდეგო საშუალებების გადაცემა.

ეს ინციდენტი იმ ფონზე ხდება, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი ფაქტობრივად გაყინულია.

ევროპაში აცხადებენ, რომ სურთ, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ჩართვა, თუმცა აშშ-ის ჩანაცვლება – არა.

რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გახშირდა ბალისტიკური რაკეტებით შეტევები, რასაც უკრაინა რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დრონების დარტყმებით პასუხობს. უკრაინის გარშემო შექმნილი მდგომარეობის შესახებ ვესაუბრებით „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ მკვლევარ გიორგი კობერიძეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

მსგავსი