მსოფლიოს ამბები - რუსეთის თამაშები შავ ზღვაში
მსოფლიოს ამბები - რუსეთის თამაშები შავ ზღვაში

28 ივნისს შავ ზღვაში მასშტაბური საერთაშორის სამხედრო-საზღვაო სწავლება დაიწყო, რომელშიც ნატოს ძალებიც ჩაერთვებიან. ამ მანევრებს წინ უძღოდა ინციდენტი, რომელიც 23 ივნისს ყირიმის ნახევარკუნძულთან მოხდა. რუსეთმა ბრიტანული ნაღმოსანი „დეფენდერი“, რომელიც ოდესიდან საქართველოში მიემართებოდა, საზღვრის დარღვევაში დაადანაშუალა და გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. ამ ფაქტს დიდ ბრიტანეთში კატეგორიულად უარყოფენ. ლონდონში განაცხადეს, რომ „დეფენდერი“ ყველაზე მოკლე მარშრუტით გადაადგილდებოდა ოდესიდან საქართველოში და უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მოძრაობდა. ამასთან, ლონდონში უარყოფენ ინფორმაციას რომ ბრიტანულ გემს ცეცხლი გაუხსნეს. შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტზე ვესაუბრეთ სამხედრო-საზღვაო პრობლემატიკაზე მომუშავე ექსპერტს, დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის დოცენტს დებორა სანდერსს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: