მსოფლიოს ამბები - რუსეთის აგრესიის საფრთხე
მსოფლიოს ამბები - რუსეთის აგრესიის საფრთხე

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები უკრაინის საკითხზე ონლაინ ფორმატში ისაუბრებენ. ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის ფონზე გაიმართება.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრამდე განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენმა არ გამორიცხა, რომ თუ რუსული აგრესიის შედეგად ნატოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება გახდება საჭირო ალიანსი ამას გააკეთებს.

თავის მხრივ პუტინმა უკვე არაერთხელ გაიმეორა, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება მოსკოვისთვის წითელი ხაზია.

ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ევროპული დიპლომატიის აკადემიის თავმჯდომარესა და ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის თანათავმჯდომარეს, პროფესორ კატაჟინა პისარსკას, რომელიც გასულ კვრიას რიგაში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: