მსოფლიოს ამბები - „რეპარაციული სესხის“ ალტერნატივა უკრაინისთვის I 19.12.2025
ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების გამოყოფაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამ თანხას კიევი ორი წლის განმავლობაში მიიღებს.
უკრაინის საჭიროების დაფინანსებისთვის ევროკავშირი ერთობლივ სესხს მიმართავს, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზაციის გრძელვადიანი ბიუჯეტით. გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ამ კრედიტის გასტუმრებას უკრაინა მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როდესაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული გაუმართლებელი ომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას დაიწყებს.
ამასთან უკვე ცნობილია, რომ ამ გეგმაში არ ჩაერთვებიან უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი. აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკავშირი დაჟინებით აცხადებდა, რომ უკრაინის დასაფინანსებლად აუცილებელია ევროპაში გაყინული რუსული აქტივების გამოყენება. მოსკოვი ამ განზრახვას აპროტესტებდა და ქურდობას უწოდებდნენ. ამ გეგმის წინააღმდეგ გამოდიოდა ასევე ბელგიაც, რომელიც იურიდიულ საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას.
რა არის „რეპარაციული სესხი“, რატომ ვერ მოხერხდა ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა ამაზე ვესაუბრებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანს, ვახტანგ ჭარაიას.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
