მსოფლიოს ამბები - მზადება ნატოს სამიტისთვის
მსოფლიოს ამბები - მზადება ნატოს სამიტისთვის

14 ივნისს ბრიუსელში ნატოს ლიდერების შეხვედრა გაიმართება. ნატოს სამიტს აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველად დაესწრება ჯო ბაიდენი. როგორც წინასწარ არის ცნობილი, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტრანსატლანტიკური კავშირის განმტკიცება იქნება. ნატოს ლიდერები ისაუბრებენ ალიანსის სამომავლო სტრატეგიაზე. იმსჯელებენ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და ჩინეთის საკითხსაც შეეხებიან. დღის წესრიგში იქნება საქართველოც. ნატოს სამიტის მოსალოდნელ შედეგებზე ვესაუბრეთ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმ აპატურაის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: