მსოფლიოს ამბები - მიუნხენის კონფერენცია და აზერბაიჯანის არჩევნების შედეგები
მსოფლიოს ამბები - მიუნხენის კონფერენცია და აზერბაიჯანის არჩევნების შედეგები

აზერბაიჯანში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებში, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. წინასწარი შედეგების მიხედვით, პარტია „ენი აზერბაიჯანს“ ახალი მოწვევის 125 ადაგილიან მილი მეჯლისში სულ მცირე 70 დეპუტატი ეყოლება. საკანონდმებლო ორგანოში მოხვდება 40 დამოუკიდებელი კანდიდატი. 9 თებერვლას გამართულ ვადადმელ არჩევნებს ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებმა კრიტიკული შეფასება მისცეს. ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივა“ კი სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით აქციის გამართვის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს. აზერბაიჯანში ჩატარებული პირველი ვადამდელი საპარალმენტო არჩევნების შესახებ ვესაუბრეთ „კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის“ აზერბაიჯანელ მკვლევარს აჰმად ალილის.

მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია იმართება. მსოფლიო ლიდერები თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე საუბრობენ. კონფრენეციის სტუმრებს შორის არიან საფრანგეთის, გერმანიის, ავღანეთისა და და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მიუნხენში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. საუბრობს მოამბის ჟურნალისტი ანა ბროლაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: