მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გამოსვლას ევროპაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. რუბიომ თავის სიტყვაში, ერთი მხრივ, ისაუბრა აშშ-ისა და ევროპის განუყოფელ კავშირზე და, მეორე მხრივ კი, კვლავ მოუწოდა ევროპას გეოპოლიტიკური დამოუკიდებლობისკენ.
აშშ-ის მთავარი დიპლომატის გამოსვლაში ისმოდა ის კრიტიკაც, რომელიც შარშან მიუნხენის კონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გააჟღერა, თუმცა მისი ტონი შედარებით დიპლომატიური იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუბიოს სიტყვასთან დაკავშირებით იხუმრა კიდეც, რომ ამ გამოსვლის გამო, რომელსაც დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც კი აპირებდა.
მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გამოსვლის მთავარ აქცენტებზე ახლა ვისაუბრებთ „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროს მკვლევარ გიორგი კობერიძესთან.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
