მსოფლიოს ამბები - ხანგოშვილის საქმის ახალი დეტალები
მსოფლიოს ამბები - ხანგოშვილის საქმის ახალი დეტალები
  • ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც, ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში ჩასვლა ჰქონდა დაგეგმილი. ცნობილია, რომ გამომძიებლები რულოვსს ერთხელ ტელეფონით გაესაუბრნენ. თუმცა, საუბრის შინაარსი არ გაუმჟღავნებიათ, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვიმიტანილი დაკავებულია და ამჟამად მიმდინეორებს სასამართლო პროცესი. გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთს დასდო ბრალი.საქმის ახალი დეტალების შესახებ ვესაუბრეთ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს – სილვია შტობერს, რომელიც ბერლინში, სასამართლო პროცესს პირველი დღიდან ესწრება.
  • საერთაშორისო ექსპერტები ნატო-ს მოუწოდებენ, საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) რაც შეიძლება სწრაფად გადასცენ.ამის შესახებ საუბარია ლვოვში გამართული საერთაშორისო კონფრენეციის რეზოლუციაში, ექსპერტებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას, ხოლო რუსეთის მხრიდან მომავალი აგრესია მთავარ საფრთხედ დაასახელეს. დოკუმენტის ხელმომწერებს შორის არის ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ, რომელიც კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეით გამოდის, რომელიც საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციას ეხება. ახლა გთავაზობთ ალექსანდრ ვერშბოუსთან ექსკლუზიური ინტერვიუს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: