მსოფლიოს ამბები - ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკა
მსოფლიოს ამბები - ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ფიცი დადო და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმთან წარმოთქმულ საინაუგურაციო სიტყვაში პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება. მან ისაუბრა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორცილებული თავდასხმის შესახებ და თქვა რომ ძალადობით დემოკრატიული საფუძვლების შერყევის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და დემოკრატიამ გაიმარჯვა. ბაიდენმა ასევე მიმართა მოკავშირეებს და დააიმედა, რომ მისი ადმინისტრაცია განამტკიცებს ალიანსებს. ამას გარდა აშშ-ის ახალმა ლიდერმა პირობა დადო, რომ მისი გუნდი თანმიმდევრული ნაბიჯებით დაამარცხებს პანდემიას, რომელმაც აშშ-ის ასე მძიმედ დააზარალა. როგორც ცნობილი აშშ-ის პრეზიდენტმა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად წარადგინა გამოცდილი დიპლომატი ენტონი ბლინკენი. ბლინკენი გასულ კვირას სენატში იმყოფებოდა, სადაც სენატორმა რენდ პოლმა კითხვა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზეც დაუსვა, რაზეც ბლინკენმა უპასუხა რომ თუ საქართველო ალიანსის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, მაშინ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ გეგმებზე ვესაუბრეთ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსს ნინო სამხარაძეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: