მსოფლიოს ამბები - ირანის იერიშები პაკისტანზე და ტრამპის წარმატება აიოვაში I 19.01.2024
მსოფლიოს ამბები - ირანის იერიშები პაკისტანზე და ტრამპის წარმატება აიოვაში I 19.01.2024

პაკისტანმა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებზე სარაკეტო დარტყმები მიიტანა. როგორც ისლამაბადში ამტკიცებენ, ამ რაიონებს ტერორისტები აფარებენ თავს.

პაკისტანის იერიში იყო საპასუხო. მანამდე თეირანმა დარტყმები მიიტანა პაკისტანის ტერიტორიაზე. როგორც თეირანში განმარტეს მათ სამიზნეს წარმოადგენდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები.

ირანსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული სიტუაციის ფონზე დაიძაბა. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ პროფესორს, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძეს.

დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში გამართულ წინასაარჩვნო გამოკითხვაში რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომელიც ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ გადადგა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ამ წარმატებამ ევროპაში განაახლა დისკუსია ევროკავშირისა და აშშ-ის სამომავლო ურთიერთობებზე. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ბრიუსელში არსებული ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსს, ერიკ მორისს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: