მსოფლიოს ამბები - ირან აზერბაიჯანის დავა
მსოფლიოს ამბები - ირან აზერბაიჯანის დავა

ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები დაიძაბა. თავდაპირველად ამის მიზეზად აზერბაიჯანის მიერ ირანელი მძღოლებისთვის დაწესებული დამატებითი გადასახადი დაასახელს. როგორც ცნობილია, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთ-ირანის დამაკავშირებელი გორისი-კაპანის ავტომაგისტრალის ნაწილს ბაქო აკონტროლებს. თეირანში ასევე შეშფოთებულები არიან აზერბაიჯანის თანამშრომლობით ისრაელთან, რაც ასევე ყარაბაღში 44 დღიანი ომის დროს განვითარდა. სიტუაცია იმდენად დაძაბული იყო რომ ირანმა აზერბაიჯანის საზღვრებთან სამხედრო წვრთნებიც კი გამართა. სამხედრო სწავალებებს ასევე მართავენ აზერბაიჯანი და თურქეთი. თერიანისა და ბაქოს დავა ყარაბაღის ომის შემდეგ შემქნილი სიტუაციის ფონზე მიმდინარეობს. აზერბაიჯანს და თურქეთს სურს მოაწყოს ე.წ. ზანგეზურის დერეფანი, რომელიც სომხეთის ტერიტირიის გავლით აზერბაიჯანს და თურქეთს დააკავშირებს. ერევანში აცხადებენ, რომ სატრანსპორტო კავშირების აღდგენის წინააღმდეგები არ არიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის სომხეთის სუვერენიტეტი უნდა ვრცელდებოდეს. ირანისა და აზერბაიჯანის დავაზე და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ ბაქოში კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორ აჰმად ალილის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: