მსოფლიოს ამბები – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ერევანში I 08.05.2026
4-5 მაისს ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანებისა და სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტები გაიმართა. ევროპელი ლიდერები სომხეთის დედაქალაქში ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩავიდნენ.
სამიტის შედეგად მხარეებმა გააფორმეს ერთობლივი დეკლარაცია, სადაც ხაზგასმულია სომხეთისა და ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი აღიარებს სომეხი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
ევროპელები იმედოვნებდნენ, რომ სომხეთში ინვესტიციები 2,5 მილიარდს გადააჭარბებს. თუმცა, დეკლარაციაში არ არის გაწერილი კონკრეტული ვადები და ხარჯები, გარდა ერთადერთი პუნქტისა, სადაც საუბარია სომხეთისთვის არალეტალური დახმარების სახით 30 მილიონი ევროს გამოყოფაზე, იმ შემთხვევისთვის, თუ სომხეთი მომავალში ჩაერთვება საერთაშორისო მისიებსა და ოპერაციებში.
ერევანში გამართულ სამიტზე იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რასაც მოსკოვის მხრიდან პროგნოზირებადი ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.
ერევანში გამართული სამიტის შესახებ ვესაუბრებით ერევანში რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ჯონი მელიქიანს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

