ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორელის უკანასკნელმა ვიზიტმა მოსკოვში ევროპაში დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია. ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილმა ბორელი მკაცრად გააკრიტიკა და მისი თანამდებობიდან გადადგომაც კი მოითხოვა. ვიზიტის შედეგების შესახებ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ევროპარლამენტშიც ისაუბრა, სადაც ის მკაცრად გააკრიტიკეს. დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ რუსეთში ბორელი დაამცირეს და ეს მილიონობით ადამიანმა პირდაპირ ეთერში ნახა. საუბარია პრესკონფერენციაზე, რომელზეც სერგეი ლავროვმა ევროკავშირს არასანდო პარტნიორი უწოდა. ამავე ვიზიტის დროს რუსეთიდან სამი ევროპელი დიპლომატი გააძევეს. მათ შორის ყველაზე მაღალი რანგი გერმანელ დიპლომატს ჰქონდა. თავად ბორელიმ ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ის დარწმუნდა, რუსეთის ხელისუფლებას არ სურს დიალოგი და უახლოეს ხანში ევროკავშირმა შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მიიღოს. ბორელის ვიზიტის შედეგებზე ბერლინში ვესაუბრეთ ალიონა ეპიფანოვას, გერმანიის საგარეო პოლიტიკის საბჭოს წარმომადგენელს, რომელიც რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობების თემატიკაზე მუშაობს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
