მსოფლიოს ამბები - ევროკავშირისა და პოლონეთის დავა
მსოფლიოს ამბები - ევროკავშირისა და პოლონეთის დავა

პოლონეთსა და ევროკავშირს შორის დავა გრძედლება. ბრიუსელსა და ვარშავას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა დაადგინდა, რომ პოლონეთის ეროვნული კანონმდებლობა რიგ შემთხვევებში ევროკავშირის კანონებზე მაღლა დგას. ევროკომისიაში ამ გადაწყვეტილების გამო შეშფოთება გამოთქვეს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა გასულ კვირას გამართული სამიტზე განაცხადა, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის ვერდიქტი ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი პოლონეთის მთავრობას დაფინანსების შეჩერებითაც დაემუქრა. ევროკავშირისა და პოლონეთის დავაზე ვესაუბრეთ ცენტრალური ევროპის ანალიტიკური და მედია პლატფორმა „ვიშეგრად ინსაითის“ რედაქტორ ვოიჩეკ პშიბილსკის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: