მსოფლიოს ამბები - ევროკავშირის შუამავლობა საქართველოში
მსოფლიოს ამბები - ევროკავშირის შუამავლობა საქართველოში

საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები. ამ საკითხის განხილვა მინისტრთა საბჭოს დღის წესრიგშია შეტანილი. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მმართველი პარტია დათანხმდა და საჯაროდ მოაწერა ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური დესპანის კრისტიან დანიელსონის წინადადებების პაკეტს. მოგვიანებით, ევროკავშირმა დანიელსონის წინადადბების განახლებული ვერსია წარადგინა, რომელშიც ნახსენებია ადრეული არჩევნები, რომელიც ევროკავშირის წინადადებით შეიძლება გაიმართოს 2022 წელს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციული ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს. ამ თემებზე ჩვენ ინტერვიუ ჩავწერეთ ევროპარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჯგუფის „ევროპის სახალხო პარტიის“ საგარეო საქმეთა სპიკერ, მიხაელ გალერთან და ესტონელ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდთან.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: