ევროკავშირი უკრაინისათვის ახალი სანქციების დაწესებაზე ამ დრომდე ვერ თანხმდება. კერძოდ, სადავო საკითხად რჩება ნავთობის ემბარგო, რომლის წინააღმდეგაც გამოდის უნგრეთი.
როგორც ბუდაპეშტში აცხადებენ, რუსულ ნავთობზე უარის სათქმელად ქვეყანას სულ მცირე 4 წელი სჭირდება. ამას გარდა, ევროკავშირი ცდილობს ერთიანი მიდგომა შეიმუშავოს სანქციების დამრღვევი პირების მიმართ და წევრ ქვეყნებს სთავაზობს, რომ სასანქციო რეჟიმის თავიდან აცილება ევროკავშირის 27-ივე ქვეყანაში დანაშუალი იყოს.
ამასთან, უნდა გაიოლდეს რუსეთის რეჟიმის მხარდამჭერი ბიზნესმენების ქონებისა და აქტივების ჩამორთმევის პროცედურა. რამდენად ქმედითია რუსეთის წინააღდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები. ამ საკითხზე ვესაუბრეთ საქართველოს პირველი არხის ექსპერტს მათე გაბიცინაშვილს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
