მსოფლიოს ამბები - ევრაზიული კავშირი და აზერბაიჯანი
მსოფლიოს ამბები - ევრაზიული კავშირი და აზერბაიჯანი

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან 6 თვე გავიდა. მიუხედავად ამისა, რეგიონში ვითარება კვლავინდებურად დაძაბულია. 21 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერევანს მიმართა, არ შეუქმნას დაბრკოლება ნახიჩევანთან დამაკავშირებელ დერეფანს, წინააღმდეგ შემთხვევაში აზერბაიჯანი ძალას გამოიყენებს. ამის გამო სომხეთმა აზრბაიჯანის მთავრობა 9 ნოემბერს მოსკოვის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის მცდელობაში დასდო ბრალი. პარალელურად რუსული მედია იუწყება, რომ რუსეთის ინიციატივით შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები გეგმავენ ორგანიზაციაში აზერბაიჯანი მიიპატიჟონ. 28 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტელეფონით დაუკავშირდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს. ენტონი ბლინკენისა და ილჰამ ალიევის საუბრის ერთ-ერთი თემა ყარაბაღის კონფლიქტი იყო. ვაშინგტონი კვლავ დაჟინებით მოუწოდებს ბაქოს აღადგინოს კონფლიქტის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ჩარჩოში. რას ფიქრობენ ამ საკითხზე აზერბაიჯანში, რატომ არის უკმაყოფილო ბაქო რუსი სამშვიდობოების ქცევით. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ აზერბაიჯანელ პოლიტოლოგ ზაურ მამადოვს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: