მსოფლიოს ამბები - ექსკლუზიური ინტერვიუ დენიელ ფრიდთან
მსოფლიოს ამბები - ექსკლუზიური ინტერვიუ დენიელ ფრიდთან

უკრაინის საზღვრებთან ასობით ათასი რუსი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრიანის ხელისუფლება ავრცელებს.

აშშ და ევროკავშირი შეშფოთებას არ მალავენ და მოუწოდებენ მოსკოვს უკან დახიოს შეიარაღებული ძალები. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები ელის.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაჟინებით ითხოვენ გარანტიებს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.

უკრაინის საზღვრებთან არსებულ მდგომარეობაზე გასული კვირის განმავლობაში მსჯელობდნენ ნატოსა და ეუთოში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მკაცრად განაცხადა, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება მხოლოდ ამ ქვეყნებისა და ალიანსის წევრების გადასაწყვეტია.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლებლობაზე 2 დეკემბერს ექსპერტებმა იმსჯელეს აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში, სადაც დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დენიელ ფრიდი, რომელმაც ასევე ისაუბრა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე.

ჩვენ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ დენიელ ფრიდთან.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: