მსოფლიოს ამბები - დრონებით თავდასხმა აზერბაიჯანში I 06.03.2026
მსოფლიოს ამბები - დრონებით თავდასხმა აზერბაიჯანში I 06.03.2026

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირანი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე დრონებით თავდასხმაში დაადანაშაულა.  ალიევმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას აზერბაიჯანის ლიდერმა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, მოამზადოს და განახორციელოს საპასუხო ზომები.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქომ არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.

აზერბაიჯანმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, 5 მარტს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონით თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

ირანმა ნახიჩევანზე დრონით თავდასხმა უარყო და განაცხადა, რომ დარტყმა ისრაელმა განახორციელა.

ამ თემაზე ვესაუბრებით „მოამბის“ საერთაშორისო მიმომხილველ გივი ბარამიძეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: