მსოფლიოს ამბები - ბელარუსიდან გახიზნული პოლიტოლოგი
მსოფლიოს ამბები - ბელარუსიდან გახიზნული პოლიტოლოგი

ბელარუსში დამოუკიდებელ მედიაზე და სამოქალაქო აქტივისტებზე შეტევა გრძელდება. სახელმწიფო უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ რადიკალურად განწყობილი მოქალაქეების გამოვლენის მიზნით სპეცოპერაციას ატარებენ. ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე მედიასაშუალებაში. დააკავეს ჟურნალისტები. ამ ფონზე ბელარუსის პრეზიდენტი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება. ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ევროპული პროდუქციის ტრანზიტს შეაჩერებს და ევროკავშირის სახელმწიფოებისკენ გზას გაუხსნის მიგრანტებს. ბელარუსში არსებულ ვითარებასა და მოვლენების განვითარების სცენარზე ვესაუბრეთ ბელარუს პოლიტოლოგ არტიომ შრაიბმანს, რომელიც თავადაც გახდა იძულებული დაეტოვებინა სამშობლო.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: