მსოფლიოს ამბები - აქციები რუსეთში და საქართველოს პრეზიდენტი ნატოში
მსოფლიოს ამბები - აქციები რუსეთში და საქართველოს პრეზიდენტი ნატოში

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ტრანსატლანტიკური კავშირის მხარდამჭერია და საქართველო ამ კავშირის ნაწილია. როგორც მოვისმინეთ ეს განცხადება ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პერსკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობაზე ისაუბრა სენატში გამართულ მოსმენაზე ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნად წარდგენილმა ენტონი ბლინკენმაც. ამავე დროს საქართველო გასულ კვირას საერთაშორისო მედიის ყურადღების ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების გამოც. ყველა ამ საკითხზე ვესაუბრეთ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილ ხელმძღვანელ ბენ ჰოჯესს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: