მსოფლიოს ამბები - აჯანყება კაპიტოლიუმთან და მეტი „ნატო“ შავ ზღვაში
მსოფლიოს ამბები - აჯანყება კაპიტოლიუმთან და მეტი „ნატო“ შავ ზღვაში
  • ვაშინგტონში არეულობის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარებას დათანხმდა. თუმცა, ტრამპი მაინც აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და პოლიტიკურ ბრძოლას გააგრძელებს. ტრამპის ამ განცხადებას წინ უძღოდა არეულობა კაპიტოლიუმში, რა დროსაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. დაიღუპა 5 ადამიანი. დაკავებული 50-ზე მეტი. ამ თემაზე საუბრობს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს ეკა მაღალდაძე.
  • შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე დასავლეთში სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა საუბრობენ. ეს თემა უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ რაც რუსეთმა მთიან ყარაბაღში მშვიდობისმყოფელები გააგზავნა. ამ ფონზე დასავლეთში სამხედრო ექსპერტების ნაწილი მოუწოდებს ჩრდილოატალნტიკურ ალიანსს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან. ამ საკითხზე საუბრობს ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი