ისტორიის პოპ გაკვეთილები - 1969 წელი - დიდი დეკადის და ოცნებების დასასრული
ისტორიის პოპ გაკვეთილები - 1969 წელი - დიდი დეკადის და ოცნებების დასასრული

10. ყველა დროის ყველაზე არაკომპეტენტური საკულტო ბენდი the Shaggs, ტრეკით my pal foot foot.

9. უმანკო მაიკლი და ძმანნი მისნი, Jackson5 სიმღერით want you back.

8. ბრიტანული Thunderclap Newman და მათი პოსტ-ფსიქოდელიური ნოსტალგია წარმავალ 60-იანებზე something in the air.

7. ბობი ჯენტრი, ბერტ ბაკარაკის მორიგი პოპ შედევრით i’ll never fall in love again.

6. უსინათლო გენიოსი მარგინალი Moondog, და ჩარლი პარკერისადმი მიძღვნილი მისი bird’s lament.

5. ჰიპების ჰიმნი მიუზიკლ „თმები“-დან aquarius / let the sunshine in. სოულ კვინტეტის The 5th dimension, სუპერვერსია.

4. მისტერიები სიკვდილზე პირქუში Velvet Underground-გან, სიმღერა – პოემა the murder mystery.

3. გერმანული ერის როკ დასაწყისი, Amon Duul 2, უკიდურესად მისტიურ პერვერსიულ-ფსიქოდელიური ტრეკით dem guten,schonen,wahren.

2. დეტროიტული MC5, და მათი რევოლუციურ-დესტრუქციული როკ მანიფესტი kick out the jams.

1. შიში და პარანოია, როგორც კრეატივის იმპულსი, Rolling Stones და მათი რექვიემი 60-იანებზე gimme shelter.