ისტორიის პოპ გაკვეთილები - 2019 წელის მარტში გამოსული 10 ახალი ტრეკი
ისტორიის პოპ გაკვეთილები - 2019 წელის მარტში გამოსული 10 ახალი ტრეკი

1. სევდა და დეპრესია ნევადის კანიონებში, Orville Peck სიმღერით dead of night.

2. „სოულვუმენი Rayana Jay და რეპერი Duckwrth, სიყვარულის განსხვავებულ იპოსტასებზე ტრეკში love me like.

3. პოზიტივი, პოზიტივი და კიდევ ერთხელ პოზიტივი, იაპონელ გოგონათა ინდი-ჯეი პოპ კვარტეტი Chai, სიმღერით – choose go!

4. მოჯადოებული ნივთებისგან განთავისუფლებული Frankie Cosmos და მისი საფორტეპიანო ბალადა dancing.

5. პანკი – როგორც ფარული პაპსა, ქალთა ტრიო ოსაკადან (იაპონია) Otoboke Beaver, სუპერმხიარული სიმღერით i’m tired of your repeating story.

6. იაპონური ტრაგედია ამერიკაში, კომპოზიცია summer of ’42, ნიუ-იორკელი Kishi Bashi-სგან.

7. კრიტიკის ფავორიტი, ელექტრონიკის ხვალინდელი იმედი, ჰოლი ჰერნდონი და მისი ვოკალური ეზოთერიკა ტრეკში eternal.

8. „ამაოება ამაოებათა“ – კომპოზიციაში blood of past, ჯაზ-ფანკ-როკ-ელექტრონიკ ბენდი The Comet is Coming.

9. პოსტ არ-ნ-ბი გოსპელ ტრეკი feels, სამართლიანობისათვის მებრძოლი უკიდურესად უცნაური კოლექტივისგან Mourning(A)BLKstar.

10. არქაულ-კოლექტიური მაგია 2019 წლის როკ-ნ-როლში, ბენდი Gost Light და მათი ტრეკი don’t come apart just yet, my dear.