ღია სტუდია - უკრაინაზე თავდასხმიდან სამი წელი გადის I 20.02.2025
ღია სტუდია - უკრაინაზე თავდასხმიდან სამი წელი გადის I 20.02.2025

24 თებერვალს სამი წელი გავა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმიდან. კრემლის განზრახვა – სამ დღეში აეღო კიევი და მოეხდინა ქვეყნის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“ – ჩავარდა. მესამე წელია, ომი გრძელდება.

ომის მესამე წლისთავზე, სრულიად მოულოდნელად, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხის ირგვლივ ვითარება კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც არჩევნებამდე თავდაჯერებით აცხადებდა, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში ომი არ დაიწყებოდა და პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ერთი სატელეფონო საუბრით პუტინთან ომს დაასრულებდა, ტელეფონით კი ესაუბრა პუტინს, მაგრამ ომი არ დასრულებულა. მეტიც, ამ სატელეფონო საუბრის პარალელურად, დაიბომბა ოდესა. საუდის არაბეთში ამერიკა-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრის დროს, ასევე დაიბომბა უკრაინის რამდენიმე რეგიონი.

უკრაინა გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ შეხვედრას არ დაესწრო არც უკრაინა და არც ევროკავშირი დაპირების მიუხედავად, რომ უკრაინის საკითხი უკრაინის გარეშე არასდროს განიხილებოდა.

სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, ვაშინგტონი უკრაინის დახმარებას შეამცირებს, ევროპას აქვს პოტენციალი, რომ სამხედრო-ფინანსური კუთხით, უკრაინის მხარდაჭერა საკუთარ თავზე აიღოს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: