ღია სტუდია - თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლება ვალდებულია გაიაზროს გეოპოლიტიკური ცვლილებები
ღია სტუდია - თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლება ვალდებულია გაიაზროს გეოპოლიტიკური ცვლილებები

13 აპრილს ნიკა მელიას საქმეზე თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მეტ-ნაკლებად გაირკვევა, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში – კიდევ უფრო დამძიმდება პოლიტიკური კრიზისი თუ მხარეები კომპრომისის მიღწევის აუცილებლობას გააცნობიერებენ.
ჯიპას პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაშიც კი, საეჭვოა, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა სადეპუტატო მანდატი დაიბრუნოს.
„ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო თავიდანვე აცხადებდნენ, რომ ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, ისინი პარლამენტში არ შევლენ. ქართული ოცნება კი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავს. ანუ მხარეებს ამ საკითხზე წითელი ხაზები გავლებული აქვს“ – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.
მისივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, გაიაზროს რეგიონში მომხდარი გეოპოლიტიკური ცვლილებები და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და განაახლოს საგარეო პოლიტიკური პოლიტიკა ამ ცვლილებების გათვალისწინებით. ამისთვის, თორნიკე შარაშენიძის აზრით, აუცილებელია საჯარო დისკუსიის გამართვა საზოგადოების და ოპოზიციის მონაწილეობით.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: