ღია სტუდია - სომხეთი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში I 04.06.2026
7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. სომხეთის მოქალაქეებს საარჩევნო ბიულეტენში 19 პოლიტიკური პარტია და ალიანსი დახვდება. 2021 წელს მიღებული ცვლილებებით, საარჩევნო ბარიერი პარტიისთვის 4 პროცენტია. იმ ალიანსისთვის, რომელშიც 3 პარტიაა გაერთიანებული – 8 პროცენტი, ბლოკისთვის, რომლის წევრიც 4 და მეტი პარტიაა – 10 პროცენტი. სისტემა შერეულია.
ამ დროისთვის, სოციოლოგიური გამოკითხვებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას „სამოქალაქო შეთანხმებას“ აქვს შანსი, ამომრჩევლის ხმების 60 პროცენტზე მეტი მიიღოს.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ალიკა გუჩუა ამბობს, რომ რუსეთის მტკივნეული რეაქციის გათვალისწინებით, არავინ იცის, რა მოხდება არჩევნებამდე დარჩენილ 3 დღეში და როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნების შედეგების შემდეგ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
