ღია სტუდია – როგორ იცვლება მსოფლიო წესრიგი I 25.02.2025
საერთაშორისო პოლიტიკა ჩვენს თვალწინ იცვლება. ბევრისთვის შოკისმომცველი აღმოჩნდა ორშაბათს გაეროში აშშ-ის მიერ ინიცირებული რეზოლუციის ტექსტი უკრაინაში ომის დაწყების სამ წელთან დაკავშირებით – ტექსტში აღარ ფიგურირებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის თეზისი.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მჭედლიშვილი ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესები ძალიან სწრაფად იცვლება.
„საქართველომ ცალსახად დადო ფსონი პრეზიდენტ ტრამპზე. რა შედეგს მოუტანს ეს ქვეყანას – მალე გაირკვევა“, – განაცხადა გიორგი მჭედლიშვილმა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

