ღია სტუდია – რატომ ვღარიბდებით?

16:21, 15.03.2022
-0:00

ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა („მემკვიდრეობის ფონდი“) გამოაქვეყნა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. ის აჩვენებს, რომ საქართველო რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა ამ მხრივ და ახლა მსოფლიო რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს. გამორჩეულად დაბალი ქულა ერგო სასამართლოს ეფექტიანობას – 56.4. ქულა გაეზარდა სამთავრობო ხარჯებს, რაც ამ შემთხვევაში არ ითვლება პოზიტიურ ფაქტორად. ფონდის კვლევის მიღმა რისკისა და ეკონომიკური ვითარების გაუარესებაზე მეტყველებენ სხვა ფაქტობრივი და რიცხობრივი მონაცემები: სუბსიდიები, მთლიანი შიდა პროდუქტის და შემოსავლების შემცირება, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდა და ა.შ.

სტუმარი: გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი