ღია სტუდია - რატომ სჯობს, შეიცვალოს ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა
ღია სტუდია - რატომ სჯობს, შეიცვალოს ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა

„ერთიანი ეროვნული გამოცდების მოქმედი სისტემის შეცვლა დღის წესრიგში ჯერ არ დგას, რადგან შეცვლაში საფრთხეს მეტს ხედავენ, ვიდრე სიკეთეს. მე კი ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტში სტუდენტთა მისაღები სისტემა უნდა გამრავალფეროვნდეს. უნივერსიტეტებსაც უნდა ჰქონდეთ საშუალება, აირჩიონ სტუდენტები. სამაგისტრო პროგრამებზე, მაგალითად, ასეთი პრაქტიკა არსებობს და მსგავსი მიდგომები შეიძლება გამოიყენონ ბაკალავრიატში მიღების დროსაც, გამჭვირვალობის უზრუნველყოფით. დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების დონე დაიცავს საფრთხეებისგან ახალ სისტემას. არსებული მოდელი კი სასკოლო სისტემის განვითარებასაც აფერხებს იმით, რომ გამოცდებზე შესაფასებელ უმარტივეს შინაარსებს სასკოლო განათლების მიზნებად აქცევს“ – სიმონ ჯანაშია.

რესპონდენტი: სიმონ ჯანაშია, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: