ღია სტუდია – რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება არსებულ კოვიდ ვითარებას

15:03, 27.04.2021
-0:00

„საქართველოს მთავრობას ერთი წელია სათანადო საინფორმაციო კამპანია არ უწარმოებია, არც ვირუსის გამოჩენისას და არც ვაქცინაციის დროს. ეს აღრმავევებს უნდობლობას, მოქალაქეები იქცევიან უფრო ქაოტურად და, შესაბამისად, ვირუსს უადვილდება გავრცელება. მეორე: მთავრობას უნდა დაეზოგა რესურსები. მაგალითად, შარშანდელი პირველი ლოქდაუნი, როცა დღიური გამოვლენის მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო, სრულიად გაუმართლებელი გახლდათ. რაც ეხება ვაქცინაციას, ჩვენთან კატასტროფული მდგომარეობაა: ვაქცინა არ არის; მთავრობა არ ლაპარაკობს ვაქცინის მნიშვნელობაზე, არ უწევს პოპულარიზაციას, რადგან ეფიქრება, რომ ასე მოქალაქეთა მოთხოვნა გაიზრდება და გაზრდილ მოთხოვნას ვერ უპასუხებს“ – ზურაბ ჭიაბერაშვილი

რესპონდენტი: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ილიას სახ. უნივერსიტეტის პროფესორი.

 

  

მსგავსი