ღია სტუდია – რა სურს რუსეთს საქართველოსგან I 15.10.2026

19:04, 15.10.2026
-0:00

„ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“ საქართველო, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინ-მენი“, „ასკანელი ძმები“, ქართული ლუდი – ეს ის კომპანიებია, რომელთა წარმოებული წყლის, ღვინის, კონიაკისა და ლუდის პროდუქციის გაყიდვა რუსეთში აიკრძალა.

პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში კოტე ჟღენტი ამბობს, რომ მსგავსი აკრძალვები რუსეთის ჩვეული ტაქტიკაა მეზობლების მიმართ და აკრძალული პროდუქცია ძალიან მცირეა. მისივე აზრით, რა სურს მიაღწიოს რუსეთს ამ გადაწყვეტილებით, უახლოეს ხანში გაირკვევა.

უსაფრთხოების ექსპერტი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ რუსეთი კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგიით მუშაობს, რისი საბოლოო მიზანიც თბილისის მხრიდან სოხუმის და ცხინვალის აღიარებაა და აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის ამოქმედება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი