ღია სტუდია - რა შედეგს მოიტანს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა I 30.10.2025
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ამბობს, რომ პარტია კვლავინდებურად განაგრძობს ბრძოლას „ივანიშვილის რეჟიმის“ წინააღმდეგ, რასაც ბოლო 13 წლის მანძილზე აწარმოებდნენ. მისი აზრით, მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების გამოსატანად, მაგრამ გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იქნება მიღებული.
შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი, რომლის აზრითაც, ოპოზიცია წლიდან წლამდე ერთი და იგივე შეცდომებს უშვებს, რითიც „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
